Monday, March 31, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელი:  „გონიოს ციხე“



პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები  შეისწავლიან ციხის  ისტორიას. მისი აშენების თარიღს. ციხეზე  მისასვლელ  გზებს.

პროექტის აქტუალობა: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს მეტი ინტერესი გაუჩნდებათ ციხე ტაძრების შესასწავლად.

პროექტის მიზანი:  შეძლებისდაგვარად გაეცნონ  გონიოს ციხის  აშენების ისტორიას. შეიყვარონ ისტორია ჩვენი ხუროთმოძღვრული ძეგლები.



მონაწილეთა ასაკი -16 წელი

ვადები ხანგრძლივობა-2  კვირა

მოსალოდნელი შედეგები-მოსწავლეები დაადგენენ მარშრუტს და უკეთ გაეცნობიან გონიოს ციხეს. მოაწყობენ ექსკურსია გონიოს ციხეზე. ციხეზე ასვლისას ისაუბრებენ ციხის ისტორიაზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები-კომპიუტერი, ციფრული აპარატი, საკანცალარიო ნივთები, მიკროავტობუსი, სურსათი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1 _ საპროექტო თემის შერჩევა, ჯგუფების შექმნა და დავალებების გადანაწილება.

აქტივობა 2 _ ღია გაკვეთილი თემაზე  „აფსაროსის ციხე“.



აქტივობა 3 _ ექსკურსიის მოწყობა გონიოს ციხეზე.

აქტივობა 4 _ სურათების გადაღება და  კედლის გაზეთის გამოშვება.

 აქტივობა 5 _ ჩატარებული მუშაობის შეჯამება, დისკზე ჩაწერა, ბლოგის შექმნა და მასალების გამოქვეყნება.   

კავშირი საგნებთან ან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:   ისტორია, ხელოვნება, ისტ.

ისტ.X. 2მოსწავლეს შეუძლია   ისტორიის  დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის  განსაზღრა.

ისტ.X.3.  მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში ისტორიული აზრის განვითარების პროცესზე.

ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიულ კვლევ დაგეგმა და ატარებ.

პროექტის ავტორი:    ისტორიის მასწავლებელი სუსანა გოლიაძე


ავტორის ელ.ფოსტა  goliadzetamila@gmail.com